logo_geo
eng_logo
„ფიზიკური დაზიანებების გამო, მაჭავარიანი ბოლო დროს მედიასთანაც არ გამოჩენილა“
- +

9 აგვისტო. 2016. 01:05



მორიგი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიის ლიდერები ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე სცემა. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მარშალპრესს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ­ერთმა წევრმა მიაწოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.



ნაციონალებში" ლიდერებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და თითოეული საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის იბრძვის. ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი, ყოფილი ძალოვნებით .. "ზონდერებით" დააკომპლექტა და საკუთარი გავლენის გასაძლერებლად პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საპროტესტო აქცების დარბევებში გაწაფული, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე პირები შეიყვანა.

 

მიხეილ მაჭავარიანი ცემის გამო პარტიულ ღონისძიებებს ვეღარ ესწრება, ფიზიკური დაზიანებების გამო, მაჭავარიანი ბოლო დროს მედიასთანაც არ გამოჩნეილა. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირებები პარტიაერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო ერთი წლის მანძილზე უფრო მოხშირდა", - წერს „მარშალპრესი".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner