logo_geo
eng_logo
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ძალიან დიდი მსგავსებაა პუტინიზმსა და ნაციზმს შორის. პუტინიზმს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და სასამართლო ამის ძალიან კარგი საშუალებაა
- +

21 მარტი. 2022. 15:17

 

 

„არ უნდა დავიღალოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და უკრაინის მხარდასაჭერად ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს“, - ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინიზმი არის იდეოლოგია, რომელსაც დიდი მსგავსება აქვს ნაციზმთან.

 

„სანქციები უნდა დაწესდეს ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ეს გარდაუვალია. უნდა ვიმსჯელოთ წითელ ხაზებზე. რა იქნება წითელი ხაზი ყველა ჩვენგანისთვის? ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად, იბობმება ქალაქები და ვთქვათ, სად არის წითელი ხაზი? ჩემთვის ის უკვე გადაიკვეთა, მაგრამ ვარ გლობალური ალიანსის წევრი, სადაც კონსენსუსი საჭირო. ეს არის ჩვენი ომი. თუ უკრაინაში წააგებს, წავაგებთ ჩვენც. ძალიან დიდი მსგავსებაა პუტინიზმსა და ნაციზმს შორის. ეს არის იდეოლოგია. ეს სისტემაა, რომელსაც ჰყავს ლიდერები, მიმდევრები, სიმბოლოები. პუტინიზმს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და სასამართლო ამის ძალიან კარგი საშუალებაა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner