logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რამდენიმე დღეა ეს კაცი სახლში არ შედის, წმენდს და წმენდს ჩამოთოვლილ გზებს...
- +

21 მარტი. 2022. 15:45

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს მაქვეყნებს.

 

„რამდენიმე დღე ვუყურებ, ეს კაცი სახლში არ შედის, 24 საათი ქუჩაშია.

 

ბუნება ძალაზეა, თოვს, თოვს და თოვს, „პერერივსაც“ აღარ აკეთებს.

 

კალაძეც ძალაზეა, თავს არ ანებებს, წმენდს და წმენდს ჩამოთოვლილ გზებს.

 

შეუძლია, თბილ კაბინეტში „წამოწვეს“ და ბრძანებები გასცეს, ბოლო-ბოლო, აუცილებელი ხომ არ არის, ყველა ორღობეში თითო კალაძე იდგეს?!

 

ამ დროს... ე.წ. ოპოზიციონრები და მათი ე.წ. საინფორმაციოები რას იკვლევენ?

 

ისაო, საზოგადოებას აინტერესებს, თოვლის გასახვეტად გამოსულ კახა კალაძეს რა ფასიანი „კურტაკი“ აცვიაო?

 

გაიგონეთ? ამ გაგანია ომსა და უამინდობის პერიოდში თურმე ქართულ საზოგადოებას აინტერესებს კალაძის „კურტაკის“ ფასი. აბა, ამგვარ ინტერესს ინფორმაციული საშუალებები როგორ გაატარებდნენ? იკვლიეს, იკვლიეს და დაადგინეს, რომე... აგი შემოსაცმელი ღირს 665 ევროი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ადრე ღირდა 950 ევროი. კახა კალაძემ როდის იყიდა და რამდენი გადაიხადა, უცნობია, მაგას ლევანა გამოიკვლევს, ხაბეიშვილი. მა რააა, ამდენი რამეები აქ „გამოკვლევებული“ და ეგ გაუჭირდება?!

 

ისე, რომ იცოდეთ... მიუხედავად დიდი ომიანობისა და დიდი თოვლიანობის მიუხედავად, საზოგადოება სვამს მეტად საჭირბოროტო კითხვას: საიდან აქ კახა კალაძეს 950 ან თუნდაც 665 ევროი?!

 

ჰა, საიდანაო, რა საშუალებითაო?!

 

ზოგიერთი ისეთი სერიოზული საინფორმაციო დაინტერესდა ამ საკითხით, ძალზედ გამიკვირდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვცდებოდი, ზოგიერთი სერიოზულად რომ მიმაჩნდა.

 

„კურტაკი“ კი არა, აიღეთ „ლაფატკები“ და ტროტუარები მაინც გადახვეტეთ, თქვე გოთვერნებო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner