ხარკოვის ოლქის დასახლება ჩუგუევოსთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ავიაგამანადგურებელი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ suspilne.media იუწყება.
როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, ავიაგამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩავარდა, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების მობილურმა ჯგუფმა გაანადგურა.
დღესვე უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში რუსული ავიაციის აქტივობა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე შემცირებულია და ოკუპანტები სამხედრო ობიექტების და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად, ძირითადად, რაკეტებს იყენებენ.