logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების პრემიერი: ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან
- +

21 მარტი. 2022. 19:11

 

 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები კვლავ დიდწილად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობსა და გაზზე და მოკლე დროში მასზე უარს ვერ იტყვიან.

 

„ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე. რაც შეეხება გაზს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულია“, - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

 

მარკ რუტეს თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიშოროს ეს დამოკიდებულება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, თუმცა ამას ხვალვე ვერ გააკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner