logo_geo
eng_logo
პესკოვი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები არ არის მიღწეული
- +

21 მარტი. 2022. 19:33

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

 

„იმისათვის, რომ საუბარი დაიწყოს ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, საჭიროა ჯერ საშინაო დავალების შესრულება, უფრო სწორად, უნდა შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არსებითი წინსვლა ამ ეტაპზე არ არის.

 

„ვიდრე რაღაც არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის, ნაადრევია ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner