რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
„იმისათვის, რომ საუბარი დაიწყოს ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე, საჭიროა ჯერ საშინაო დავალების შესრულება, უფრო სწორად, უნდა შეათანხმო მოლაპარაკებების შედეგები“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არსებითი წინსვლა ამ ეტაპზე არ არის.
„ვიდრე რაღაც არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის, ნაადრევია ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.