logo_geo
eng_logo
„2007 წლის 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, სააკაშვილის მანქურთებმა დაარბიეს გამომცემლობა „სამშობლო...“
- +

10 აგვისტო. 2016. 00:58



სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ირაკლი ნადარეიშვილის  განცხადებით, გამომცემლობა „სამშობლოს" საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება და მას თავად ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ირაკლი ნადარეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.



„-2007 წლის 110 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, სააკაშვილის მანქურთებმა დაარბიეს გამომცემლობასამშობლო", საიდანაც გამოაძევეს ასზე მეტი რედაქცია, დალეწეს ტექნიკა, ავეჯი, გაანადგურეს წიგნები... დაუბრუნდება თუ არასამშობლო" მასმედიას?


- ვერ მოგატყუებთ, ამ საქმეს მე არ ვიცნობ... დღეს ვის ეკუთვნის გამომცემლობის შენობა?


- თავიდან ამბობდნენ, კოდუებმა იყიდესო... მერე თქვეს, ბენდუქიძემ დაისაკუთრაო... კაზინოაჭარა-ბეთზეც" საუბრობდნენ... ახლა იქ თითქოს სასტუმროინტერკონტინენტალს" ხსნიან...


- სავარაუდოდ, ეს საქმე გამოთხოვილი იქნება და მე აუცილებლად საგანგებოდ ჩავინიშნავ გამომცემლობა „სამშობლოს" საქმეს!"- აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.



http://reportiori.ge/




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner