რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი დაიბარეს, რომელსაც შეატყობინეს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ ორმხრივი ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიიყვანა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა უკრაინაში შეჭრის გამო.
„ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის ამგვარმა განცხადებამ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიიყვანა“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩს ასევე განუცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს გადამწყვეტ და მტკიცე პასუხს გასცემენ.