logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლა ის არის, რომ რუსები აღარ ცდილობენ ზელენსკის გადაყენებასა და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატოში გაწევრიანების საკითხზე
- +

21 მარტი. 2022. 21:20

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლა ის არის, რომ რუსები აღარ ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებასა და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატოში გაწევრიანების საკითხზე.

 

„ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელს ისეთი პოზიცია უკავია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა რამეს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner