უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ულტიმატუმების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინას სრულად გაანადგურებენ.
„უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ყველა უნდა გაგვანადგუროს და მაშინ მათი ულტიმატუმი შესრულდება. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი - ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.