logo_geo
eng_logo
„როდესაც „ნაცებმა“ გამომცემლობა „სამშობლოდან“ წიხლებით გამოგვყარეს....“- რას იხსენებს ჟურნალისტი გიგლა გობეჩია?
- +

10 აგვისტო. 2016. 01:12



ჟურნალისტი გიგლა გობეჩია "საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამომცემლობა „სამშობლოს" დარბევას იხსენებს.



"როდესაც "ნაცებმა" გამომცემლობა "სამშობლოდან" წიხლებით გამოგვყარეს, ეკა ხოფერიამ განაცხადა: იქ დახავსებული ჟურნალისტები მუშაობდნენო. ადამიანი, რომელიც წინადადებას ერთმანეთს ვერ აბამს, ამას რომ იტყვის, უნდა გაგვეცინოს თუ უნდა ავტირდეთ?

ნანუკა ჟორჟოლიანი და მათნაირები თუ არ აღმიქვამენ ჟურნალისტად, ეს მათი უცოდინარობის გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, კუდის ფულით გადაცემის კეთება უფრო ადვილია, ვიდრე ჩემი გაცნობა...

 

ერთხელ თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა: ჩემი ხელფასი 11 000 ლარს შეადგენსო.მისი ჟურნალი "ტაბულა" 2 ლარი ღირდა და უმაღლესი პოლიგრაფიული დონის გამოცემა იყო. საიდან ჰქონდა ან ამდენი ხელფასი, ან ასეთი ჟურნალის გამოცემის შესაძლებლობა? უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მეუღლე იყო. თანხები მიდიოდა მდინარესავით და იღვრებოდა და იღვრებოდა დეზინფორმაციული თუ სხვა სახის მომწამვლელი ინფორმაცია იქედან,"- აცხადებს გიგლა გობეჩია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner