logo_geo
eng_logo
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ, ჩვენ ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს
- +

21 მარტი. 2022. 21:46

 

 

„რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. ჩვენ ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს,“ - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სლოვაკეთი 100 %ით დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე.

 

„პოლიტიკური თვალსაზრისით ეჭვი არ არის, რომ რუსულ ენერგორესურსებს უნდა ჩავეხსნათ. მსჯელობა დღეს გადავიდა ამ იდეის განხორციელების გზებზე. ერთ ღამეში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან 15 წლის განმავლობაში ამისთვის საკმარისად არ გვიმოქმედია. ჩვენს ინტერესშია, რომ გავწყვიტოთ ეს კავშირი რუსეთთან, რადგან ამ თანხით პუტინი ომს აფინანსებს“, - განაცხადა ივან კორჩოკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner