logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი უკრაინაში სახელმწიფო ტერორიზმს ახორციელებს და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებს გააგრძელებს
- +

21 მარტი. 2022. 21:47

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სახელმწიფო ტერორიზმს ახორციელებს და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებს გააგრძელებს.

 

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ 150 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი თქმით, განადგურებულია 400-ზე მეტი სკოლა და საბავშვო ბაღი და 110-ზე მეტი საავადმყოფო.

 

„ათასობით და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ასევე დაიღუპა“, - დასძინა მან და თქვა, რომ უცნობია ზუსტად რამდენი დარჩა დანგრეული სახლების ნანგრევებში.

 

„ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ამიტომ კრემლი უნდა გავაჩეროთ, რადგან ის უფრო შორს წავა. თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner