logo_geo
eng_logo
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში,
- +

21 მარტი. 2022. 21:49

 

 

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 1კმ–40კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ1–კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ცალმხრივ რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner