რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსებს, რომლითაც მარიუპოლიდან მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები გაჰყავდათ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ოთხი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, „რუს ოკუპანტებს ყველაფრისთვის მოუწევთ პასუხისგება, თითოეული ბავშვისთვის, თითოეული სიცოცხლისთვის“.