logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება
- +

21 მარტი. 2022. 23:27

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმზე გასატანი საკითხები უსაფრთხოების გარანტიებს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ყირიმს შეეხება.

ხალხს მოუწევს აზრის გამოთქმა და კომპრომისის ამა თუ იმ ფორმაზე პასუხის გაცემა. როგორი იქნება ეს კომპრომისები რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არიან ნატოს წევრები, რომლებსაც სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რაც ნატოს უნდა გაეკეთებინა, უკრაინა რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო.

მე მივიჩნევ, რომ ეს ნორმალური კომპრომისია, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner