logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა
- +

21 მარტი. 2022. 23:59

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკული კომპანიები რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

ადრე ვსაუბრობდი იმ შესაძლებლობაზე, რომ რუსეთმა შეიძლება განახორციელოს მავნე კიბერაქტივობა შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მათ შორის იმ უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ რუსეთს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავუწესეთ. ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღეს ჩემი ადმინისტრაცია იმეორებს იმ გაფრთხილებებს, რომელიც დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, რომ რუსეთის მთავრობა პოტენციური კიბერთავდასხმების ვარიანტებს იკვლევს", - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner