logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შეიარაღების შესყიდვისთვის უკრაინისათვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას
- +

22 მარტი. 2022. 00:43

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შეიარაღების შესყიდვისთვის უკრაინისათვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას.

მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სამხედრო დანაშულია, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სჩადის და ეს არ შეიძლება პასუხის გარეშე დარჩეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner