logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
- +

22 მარტი. 2022. 10:38

 

 

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვარზეა. რუსეთის საგარეო უწყებამ შტატების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.

 

საქმე ეხება გასულ კვირაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ჯერ ომის დამნაშავე, შემდეგ კი სისხლიანი დიქტატორი უწოდა.

 

„ამგვარი განცხადებები არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner