logo_geo
eng_logo
ომის 27-ე დღე. რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
- +

22 მარტი. 2022. 10:41

 

 

უკვე 27-ე დღეა, უკრაინა რუს ოკუპანტებს უმკლავდება. რუსეთის არმია ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო ცეცხლს, მეტწილად გამთენიისას ხსნის.

 

გამთენიისას განგაში გამოცხადდა ქალაქ ბორისპოლში, მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს. გახშირდა კიევზე თავდასხმები - ოკუპანტებმა ცეცხლი პადოლსკის რაიონს გაუხსნეს.

 

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩერნიგოვში. ქალაქის მერის განცხადებით, საოკუპაციო ძალები დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან. გვიან ღამით ოკუპანტებმა, ქალაქი ხერსონში სუპერმარკეტი დაბომბეს.

 

მარიუპოლის მმართველობის ცნობით, ღამით რუსულმა არმიამ ავიაიერიში მიიტანა ხელოვნების სკოლაზე, სადაც 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

 

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე იუწყება, რომ უკვე დააფიქსირეს აშკარა ნიშნები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისთვის, ბელარუსის შეიარაღებული ძალებიც ემზადება.

 

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, 975 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner