logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული, მან გამოიყენა ზებგერითი რაკეტა, შესაძლოა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიც გამოიყენოს
- +

22 მარტი. 2022. 10:41

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა და განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

როგორც აშშ-ის პირველმა პირმა განმარტა, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული.

 

„მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან იცის, რომ იქნება სერიოზული შედეგები ნატო-ს ერთიანი ფრონტის გამო, თუმცა, საქმე იმაშია, რომ ეს რეალურია“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner