„სამშობლო" 9 მილიონად გაიყიდა!- ამის შესახებ „კვირის პალიტრა" 2001 წელს წერს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამომცემლობა "სამშობლო" პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანია "სითი ლოფტზე" 9 მილიონ დოლარად გაასხვისა. ეს კომპანია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დარეგისტრირდა. აქამდე მსურველის არარსებობის გამო გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის აუქციონზე გაყიდვა ვერ მოხერხდა. ჩაშლილ აუქციონზე შენობის საწყისი ღირებულება 16 200 200 ლარი იყო.