logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის გადაცემული ჰესების ელ-ენერგიას რომ მოვიხმართ და ფულს ვურიცხავთ, რა გავაკეთოთ?!
- +

22 მარტი. 2022. 11:44

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სააკაშვილს უთქვამს, გაზაფხულზე ხელისუფლება შევცვალოთო და წლის ბოლომდე აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაცია უნდა მოვახდინოთო.

 

ერთხელ ხომ გააკეთა დაპირება, 2008 წელის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ახალ წელს სოხუმში შევხვდებითო?! ვნახეთ, როგორ შევხვდით.

 

ისე, გაზაფხულის პირველი თვე მთავრდება. ოქტომბერი ხომ არ ჰგონია?!

 

ისე, ამდენს რომ ხმაურობენ რუსეთზე და სანქციებზე, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის გადაცემული ჰესების ელ-ენერგიას რომ მოვიხმართ და ფულს ვურიცხავთ, რა გავაკეთოთ, იქნებ გვირჩიოს?

 

ამ პირზე საერთოდ არ დავწერდი არაფერს, მაგრამ პასუხები უნდა მიიღონ, რადგან წამლავენ საზოგადოებას“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner