logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის უმეტეს რეგიონში წინ ვერ მიიწევენ და დაკავებულ პოზიციებზე არიან გაჩერებული
- +

22 მარტი. 2022. 12:31

 

 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის უმეტეს რეგიონში დაკავებულ პოზიციებზე არიან გაჩერებული. სამხედრო დაზვერვის ცნობით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ მარიუპოლში აგრძელებენ რუსეთის არმიის შეტევების მოგერიებას.

 

უკრაინის სხვა რეგიონებში რუსებს შეზღუდული პროგრესი აქვთ, შეიარაღებული ძალების უმეტესობა წინ ვერ მიიწევს და დაკავებულ პოზიციებზე არიან გაჩერებული.

 

ამასთან, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, კვლავ გრძელდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქის საარტილერიო დაბომბვა.

 

თავდაცვის უწყება გაერო-ს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner