logo_geo
eng_logo
ფინეთსა და გიბრალტარში რუსების 22 იახტა დააკავეს
- +

22 მარტი. 2022. 12:31

 

 

ფინეთის საბაჟომ 21 იახტა დააკავა, რომლებიც სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ „Helsingin Sanomat“-ზე დაყრდნობით იუწყება.

 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გიბრალტარში დააკავეს იახტა „აქსიომა“, რომელიც რუს მილიარდერს დმიტრი პუმპოიანსკის ეკუთვნის. ის, ასევე, სანქციების ქვეშ იმყოფება.

 

გამოცემა „The Insider“-ის ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის პიოტრ ავენის უძრავი ქონება დააყადაღა. ეს ქონება ბერნის გოლფის კურორტზე მდებარეობს.

 

რაც შეეხება რომან აბრამოვიჩს, მან თავის სუპერიახტა „ეკლიპსი“ თურქეთში გადაიყვანა. იახტა „MY Solaris“ ამჟამად ბოდრუმშია გაჩერებული.

 

„Bloomberg“-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო მხოლოდ იტალიაში რუსეთის მოქალაქეების აქტივები გაიყინა, რომელთა საერთო ფასი 780 მლნ ევროს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner