logo_geo
eng_logo
დავით გოგიშვილი: 2007 წლის 10 აგვისტოს გამომცემლობა „სამშობლო“-ს რედაქციაში შევარდა შსს-ს სპეცნაზი...
- +

10 აგვისტო. 2016. 01:35



-" ის რაც დღეს რუსთავი 2-თან მიმართებაში ხდება, საერთოდ, იოტისოდებადაც კი არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან და არის ჩვეულებრივი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების პროცესი" -წერს ისტორიკოსი, ბლოგერი დავით გოგიშვილი.


- ,,მე ვიცავ სიტყვის თავისუფლებას,,---ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვაზე განცხადებები ხშირ შემთხვევაში გაზეპირებულ და გაუაზრებელ ხასიათს ატარებს. ისევე, როგორც ჟურნალისტიკას გააჩნია თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები, აპრობირებული მსოფლიო სტანდარტების დონეზე მეცნიერების ამ დარგის ავტორიტეტული წრეების მიერ, ასევეა ,,სიტყვის თავისუფლების,, ცნებასთან მიმართებაში. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჟურნალისტიკის, მედიის როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი მიღწევის ქართული გაგება მნიშვნელოვნად განსხვავდება ზოგადად ტერმინ ,,ჟურნალისტის,, და ,,ჟურნალისტიკის,, საყოველთაოდ აღიარებული წესებისაგან. იგივე შეიძლება ითქვას ,,სიტყვის თავისუფლება,,-სთან მიმართებაში.

 

1). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 1991 წლის ოქტომბერში ,,მრგვალი მაგიდის,, აქტივისტებმა დაარბიეს გაზეთ ,,დრონი,,-- რედაქცია

2) სიტყვის და გამოხატვის უფლების შელახვა იყო, როდესაც 1992 წელს ,,მხედრიონმა,, დაარბია გაზეთ ,,იბერია-სპექტრი,,- რედაქცია

3). სიტყვისა და გამოხატვის უფლების შელახვა იყო, როდესაც 1992 წლის იანვარში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ახალმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მომხრეობის მოტივით ტელევიზიიდან დაითხოვა ჟურნალისტები, რომლებიც შემდეგ წლების განმავლობაში იდევნებოდნენ განსხვავებული აზრის გამო

4). სიტყვის და გამოხატვის უფლების შეზღუდვა იყო, როდესაც 1995 წელს რუსთავი 2- გადამცემი დაუწვეს ანძაზე და გაუჩერეს მაუწყებლობა

5). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო, როდესაც 1996 წელს გაზეთ ,,დილის გაზეთი,,- რედაქციაში დარეკა იმხანად ფრაქცია ,,მოქალაქეთა კავშირის,, თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა და კატეგორიულად მოთხოვა გაზეთის რედაქტორს, რომ ,,გაეჩუმებინათ,, ან საერთოდ გაეშვათ სამსახურიდან ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მიმართ ძალიან მწვავე, კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, ხოლო რედაქტორის მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მოსალაპარაკებლად მიაგზავნა იმხანად NGO სექტორში მოღვაწე გიგა ბოკერია.

6). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შელახვა იყო, როდესაც 2003 წელს გიგა ბოკერიას უშუალო ჩარევის შედეგად საქართველოს ტელევიზიის პირველი არხიდან უკანონოდ გაათავისუფლეს ასობით თანამშრომელი ,,ვარდების რევოლუცია,,-სადმი არასოლიდარულობის გამო.

7). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და შელახვა იყო, როდესაც 2004 წლის 12 მარტს ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით სასტიკად დაარბიეს ბასილ მკალავიშვილის მომხრეები, რელიგიური რიტუალის აღსრულების დროს.

8). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2004 წელს კომპანია ,,ომეგა,,- მფლობელს ზაზა ოქუაშვილს თავს დაესხა შსს- სპეცნაზი და დაარბია ტელეკომპანია ,,იბერია,, და სტამბა ,,ომეგა,,

9). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2005 წლის 27 აგვისტოს, დადგმული პროვოკაციის საფუძველზე დააკავეს ტელეკომპანია 202-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი და კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა

 

10). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2007 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათზე გამომცემლობა „სამშობლო"- რედაქციაში შევარდა შსს- სპეცნაზი, იმხანად საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვან ბაიბურთის შვილის გრიგოლ ვაიბურთის ხელმძღვანელობით და სასტიკად დაარბია 10 გაზეთის რედაცია. იმ პერიოდში სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფმა ყველა ტელევიზიამ ეს ნიუსი დაბლოკა, მისი ხელისუფლებისათვის ,,არასასურველობის,, გამო.

11). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის  უშუალო ბრძანებით სასტიკად დაარბიეს ტელეკომპანია ,,იმედი,, და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის კერძო საკუთრება.

 

12). სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შელახვა იყო, როდესაც 2011 წლის 28 მაისს, 26 მაისის სისხლიანი დარბევის შემდეგ ამ მოვლენების ოპერატიულად, ნონსტოპის რეჟიმში გაშუქების გამო ფინანსური პოლიციის სპეცნაზი თავს დაესხა მედიაჰოლდინგ ,,პალიტრა,,- ობიექტებს,დაარბია და დააყადაღა ისინი და დაუწესა მსხვილი ფინანსური ჯარიმა.

 

13). სიტყვის და გამოხატვის უფლების შეზღუდვა იყო, როდესაც ,,ქართუ,, ჯგუფს და ,,გლობალ--TV,,-- განბაჟების პროცედურისას გაუნადგურეს და დაუზიანეს სატელევიზიო გადამცემები და სხვა სატელევიზიო ტექნიკა, დაუყადაღეს სატელიტური თეფშები. ეს ყველაფერი ხდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების მითითებით

 

აი ბატონებო!!!!! არასრული ჩამონათვალი იმ შემზარავი ფაქტებისა, როდესაც უკიდურესი ძალადობრივი მეთოდებით, ყველა საერთაშორისო კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ფეხქვეშ იქნა გათელილი დემოკრატიის უზენაესი ფასეულობა გამოხატვის უფლება. ის ღრმად პატივცემული ჟურნალისტები და საზოგადოების ცნობადი სახეები, რომლებიც დღეს მენტორული ტონით გვესაუბრებიან ეკრანიდან და მორალს გვიკითხავენ კოლეგიოალობასა და მედიის უფლებების შელახვის ფაქტებისადმი სოლიდარულნი ვიყოთ, იმ წლებში ამ ფაქტებზე ხმას არ იღებდნენ და მეტიც კომფორმიზმის მორევში ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს ხელისუფლებისა და ხელისუფლებების კალთებქვეშ.

 

ის რაც დღეს რუსთავი 2-თან მიმართებაში ხდება, საერთოდ, იოტისოდებადაც კი არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან და არის ჩვეულებრივი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების პროცესი. საქართველოში მოღვაწეობს ათობით ინტერნეტ გამოცემა, ინტერნეტ ტელევიზია და რესპუბლიკური მაუწყებელი. მით უფრო ქვეყნის ციფრულ მაუწყებობაზე გადასვლამ მინიშვნელოვნად გაამარტივა მედიასაშუალების დაფუძნებისა და ეთერში გასვლის ტექნიკური და იურიდიული მხარეები. დღესდღეობით პოლიტიკური ვაჭრობისა და სპეკულაციის, კორუფციული გარიგებების საგანს აღარ წარმოადგენს მარეგულირებელ კომისიაში .. ,,სიხშირის,, მოპოვებაზე ვაჭრობა ხელისუფლებასთან. ისე არ წვიმს, როგორც ქუხს ბატონებო!!!!!!! ზუსტად თქვენნაირი ორმაგი სტანდარტების მოყვარული მორალის ხალხზე თქვა თავის დროზე ძველმა ბერძენმა ანტიკურმა მოაზროვნემ ციცერონმა: ,,OOO TEMPORA, OOOO MORES!!!!!,,-ოოოო!!!! დროებავ!!! და ოოო ზნეობავ!!!,,


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner