logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია
- +

22 მარტი. 2022. 15:30

 

 

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი მტკიცედ აქვს განსაზღვრული, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას.

 

„სააკაშვილის ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ ჩვენ მიმდინარე პერიოდშიც და მანამდეც და დღემდე ჩვენ საზოგადოებას აქვს საკმაოდ არგუმენტირებული კითხვები, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner