„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება დგას გამოწვევის წინაშე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „გორბის“ კვლევის შეფასებისას განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ რთულ მომენტში მიიღო ძალიან სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. ეს თავის მხრივ გასდევს ძლიერ ხაზად „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. 2012 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენს მოქალაქეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.