logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „გორბის“ კვლევაზე: ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ რთულ მომენტში ძალიან სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები მიიღო
- +

22 მარტი. 2022. 15:31

 

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება დგას გამოწვევის წინაშე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „გორბის“ კვლევის შეფასებისას განაცხადა.

 

„ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ რთულ მომენტში მიიღო ძალიან სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები. ეს თავის მხრივ გასდევს ძლიერ ხაზად „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. 2012 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენს მოქალაქეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner