logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: როგორ შეიძლება, სერიოზულად განიხილო იმ ხალხის მიერ გახმიანებული აზრი, ვინც მთელი ცხოვრება საქართველოს მტრობაში ათენებდა და აღამებდა
- +

22 მარტი. 2022. 17:04

 

 

„დღეს საქართველო უკვე აღარ არის შიდა მტრების, მეხუთე კოლონას წევრების თავში წამოსარტყმელი. დღეს საქართველო აღარ დადის მათ პოხონდრიებზე და მიჰყვება იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის მშვიდობიანი განვითარებისკენ არის მიმართული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას.

 

„მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

 

სრულად ვეთანხმები არ მხოლოდ მე, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

 

მართლაც როგორ შეიძლება სერიოზულად განიხილო იმ ხალხის მიერ გახმიანებული აზრი, ვინც მთელი ცხოვრება საქართველოს მტრობაში ათენებდა და აღამებდა.

 

მათი ნათქვამი ნებისმიერ სიტყვას, ნებისმიერ ქმედებას ერთადერთი დატვირთვა აქვს - დააზიანონ საქართველოს ნორმალური, დასავლური და განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი.

ისინი მზად არიან, უღალატონ, შეცვალონ ყველა სიტყვა, რაც ოდესმე უთქვამთ. ისე შეცვალონ კურსი, როგორც თავიანთ ინტერესს შეესაბამება. დემაგოგიით და ტყუილით გაღმა მოგედავონ.

 

ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ დღეს საქართველო უკვე აღარ არის შიდა მტრების, მეხუთე კოლონას წევრების თავში წამოსარტყმელი. დღეს საქართველო აღარ დადის მათ პოხონდრიებზე და მიჰყვება იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში ქართველი ხალხის მშვიდობიანი განვითარებისკენ არის მიმართული“, - წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner