უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შეაჩეროს იმისთვის, რომ მილიონობით სხვა გადარჩეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ამ ომის შედეგები იგრძნობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და არა მარტო ევროპაში... უკრაინელებს ყოველთვის ემახსოვრებათ თქვენი სითბო, გულგრილობა და ძალა. გააჩერეთ ერთი ადამიანი, მხოლოდ ერთი - რათა მილიონობით სხვა გადარჩეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია დიდი ხანი ემზადებოდა უკრაინაში ამ ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.
„დროა, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ომი, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია ამზადებს, რომელსაც ერთი კაცი დიდი ხანია ამზადებს. გიჟური ფულის გამომუშავება ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, მიმართულია მათი ომის მომზადებისთვის - და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. მათი მიზანი ევროპაა, გადამწყვეტი გავლენის მოპოვება თქვენს ცხოვრებაზე, კონტროლი თქვენს პოლიტიკაზე, თქვენი ღირებულებების განადგურება და არა მხოლოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.