logo_geo
eng_logo
კოლხეთის ეროვნულ პარკში შშმ პირთათვის სათევზაო ადგილი მოეწყო
- +

9 აგვისტო. 2016. 10:23


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში ახლად გახსნილი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზში ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი იხტიოფაუნის ნიმუშებს და მიიღონ ინფორმაცია კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ორი სათევზაო ადგილიც მოეწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული.

ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებასა და ეკო-საგანმანათლებლო და სანაოსნო ტურებს სთავაზობს. საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner