გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს.
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, ომის გამო, უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთში ცხოვრობს.
„უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.