logo_geo
eng_logo
ნანა ლორთქიფანიძე: რატომ ასწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა? თუ „ქართული ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხავენ ამბავს, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო
- +

22 მარტი. 2022. 19:14

 

 

„რატომ ასწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა? თუ „ქართული ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხავენ ამბავს შიგნითაც და გარეთაც, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირრზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო. თუ პირიქით, მკაფიოდ გაიმეორებენ იმას, რაც თვითონ ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ნატო-ს და ევროკავშირის მიმართულებით, დღევანდელ სიტუაციაში ეგ ნიშნავს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას და არსაიდან საბაბის მიცემას. თან რუსეთს ომი ოთხმილიონიან ქვეყანასთან ათჯერ ურჩევნია, ვიდრე ორმოცმილიონიან უკრაინასთან“, - ამის შესახებ მსახიონი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ოცნებაში“ მიუხვდნენ, რუსულკაუჭიან ანკესზე არ წამოეგნენ და საერთოდ არ შევიდნენ თემაში.

„რატომ ასწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა? თუ „ქართული ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხავენ ამბავს შიგნითაც და გარეთაც, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირრზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო. თუ პირიქით, მკაფიოდ გაიმეორებენ იმას, რაც თვითონ ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, დღევანდელ სიტუაციაში ეგ ნიშნავს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას და არსაიდან საბაბის მიცემას. თან რუსეთს ომი ოთხმილიონიან ქვეყანასთან ათჯერ ურჩევნია, ვიდრე ორმოცმილიონიან უკრაინასთან... „ოცნებაში“ ჭკუა ეყოთ, მიუხვდნენ, ამ რუსულკაუჭიან ანკესზე არ წამოეგნენ და საერთოდ არ შევიდნენ თემაში. დღეს ასეთი პოლიტიკა ფიზიკური გადარჩენის დონეზე მნიშვნელოვანია, ხვალ ახალი გეგმები იქნება გასაწერი, ეროვნული, ქართული, ევროპული! ახლა რაც შეეხება თემის „გაპიარების“ ავტორებს: მე თუ არასწორად გავიგე რამე, ვინმემ მიპასუხეთ, რა აუცილებლობას წარმოადგენს შუა ომის დროს ამ თემაზე საუბარი? მაინცდამაინც ახლა რატომ არის ეს აუცილებელი? თქვენ მოღალატეები არ ხართ, თქვენ თავად ხართ მტრები ოკუპანტთან ერთად, მოღალატეა ის, ვინც თქვენი და პუტინის საქმეს აკეთებს!“ - წერს ნანა ლორთქიფანიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner