logo_geo
eng_logo
CNN: აშშ და ნატო მიიჩნევენ, რომ ბელარუსი მალე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს შეიძლება შეუერთდეს
- +

22 მარტი. 2022. 20:00

 

 

აშშ და ნატო მიიჩნევენ, რომ ბელარუსი მალე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს შეიძლება შეუერთდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს

ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ბელარუსის კონფლიქტში ჩართვის ალბათობა იზრდება.

ნატოს სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ალიანსის შეფასებით, ბელარუსის მთავრობა გარემოს ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის შეტევის გასამართლებლად.

ნატოს სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში იქნება მიღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner