logo_geo
eng_logo
რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს
- +

22 მარტი. 2022. 20:01

 

 

რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია „მინტრასის“ ხელმძღვანელ ვიტალი საველიევზე დაყრდნობით წერს.

საველიევის განცხადებით, ავიალაინერები „მეგობარ ქვეყნებშიც“ დააკავეს. მათ შორის – თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანამდე კი ქვეყნის 111 გადამზიდავი 1367 თვითმფრინავს ფლობდა.

რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს აღმოსავლეთის სალიზინგო კომპანიებს და ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner