უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დაწესება მოითხოვა.
„უკრაინა რუსეთის ძალებისთვის კედელია, რომელიც მათ ევროპისგან აშორებს. თუმცა, ბარბაროსებმა არ უნდა გაიარონ. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები, მეტი ზეწოლა, რათა რუსეთმა არა დაქირავებული მებრძოლები ეძებოს ლიბიაში, არამედ მშვიდობა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეჭრა უფრო მეტ სიცოცხლესა და მეტ ოჯახს დაანგრევს, ხოლო სრულმასშტაბური ომი გაგრძელდება.
„სამწუხაროდ, რუსული არტილერია არ წყვეტს ჩვენი ქალაქების დაბომბვას, ზოგიერთი მათგანი თითქმის მთლიანად განადგურდა. თქვენ იცით, ვინ მოუტანა ომი უკრაინას, თქვენ კარგად იცნობთ მათ. თქვენ იცით, ვინ იძლევა ბრძანებას და ვინ უწყობს ომს ხელს. თითქმის ყველა მათგანი იტალიას კურორტად იყენებს. ამიტომ ნუ იქნებით მათთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება და ანგარიშები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.