logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილი: წულუკიანი ვერ იტანს, რომ მე ვარ დაუმორჩილებელი სტრუქტურის დაუმორჩილებელი თავმჯდომარე...
- +

8 მარტი. 2016. 10:44



საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ ფარულ მასალებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, ვიდეომასალები, რომლის გასაჯაროებითაც ემუქერებიან, ინტიმური ცხოვრების კადრებს არ შეიცავს:

 

„თეა წულუკიანი ვერ იტანს, რომ მე ვარ ამ თანამდებობაზე, დაუმორჩილებელი სტრუქტურის დაუმორჩილებელი თავმჯდომარე. ახლა გამჟღავნდა, გახსნა პირდაპირ ბრჭყალები. რაც შეეხება ვიდეომასალებს, ეს დაკავშირებულია იმასთან, თითქოს შეზარხოშებული რაღაც სიტყვებს ვხმარობ და მთლად ადეკვატურად არ ვიქცევი. არ არის ეს ინტიმური ცხოვრების კადრებთან დაკავშირებული. ფოტომასალები, არ ვიცი ზუსტად, რასთან იქნება დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში, რამე მაკომპრომეტირებელი ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა  პაპუაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner