logo_geo
eng_logo
ერდოღანი : რუსეთში ვიზიტს განვიხილავ, როგორც ახალ ფურცელს ჩვენს ურთიერთობაში
- +

9 აგვისტო. 2016. 10:35


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი  9 აგვისტოს  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს რუსეთთან კავშირი განაახლოს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან ჩამოაგდო.

მოსკოვში გამგზავრებამდე, ერდოღანმა სააგენტო ტასთან" აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც ახალ დასაწყისს, ახალ ფურცელს ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ჩემი და ჩემი ხალხის მხრიდან მადლიერება გამოვხატო ვლადიმერ პუტინის მიმართ, მისი მხარდაჭერისთვის. თურქეთში მომხდარი ამბოხის მერე მან დაუყოვნებლივ დააფიქსირა, რომ ჩვენს გვერდით დგას. ევროპა საერთოდ არ გვიჭერს მხარს. მათგან არაფერი მიგვიღია მიუხედავად დანაპირებისა. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად. მწამს, რომ რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი ძალებით უნდა მოაგვარონ აღნიშნული კონფლიქტი", - განაცხადა ერდოღანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner