logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

22 მარტი. 2022. 21:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან და მიესალმება მის, როგორც შუამავლის როლს.

რომის პაპს ვესაუბრე. მოვუყევი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ სამაშველო დერეფნების გადაკეტვის შესახებ. დასაფასებელია წმინდა საყდრის შუამავლის როლი ადამიანთა ტანჯვის დასრულებაში. მადლობა უკრაინისა და მშვიდობისთვის ლოცვისთვის“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner