logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინას სურს, რომ ჩინეთმა უფრო შესამჩნევი როლი ითამაშოს უკრაინაში ომის შეჩერებაში და ასევე მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტი გახდეს
- +

22 მარტი. 2022. 21:47

 

 

უკრაინას სურს, რომ ჩინეთმა უფრო შესამჩნევი როლი ითამაშოს უკრაინაში ომის შეჩერებაში და ასევე მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტი გახდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა.

აქამდე რაც ვიხილეთ ჩინეთის ნეიტრალური პოზიციაა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩინეთმა უნდა ითამაშოს უფრო შესამჩნევი როლი ამ ომის დასასრულებასა და ახალი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის უსაფრთხოების ამ ახალ სისტემაში და ასევე ველით, რომ ჩინეთი იქნება ერთ-ერთი გარანტი ამ უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში. ჩვენ ჩინეთს უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით და ველით, რომ იგი პროაქტიულ როლს შეასრულებს, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

21 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner