logo_geo
eng_logo
მედია - რუსულმა ძალებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს
- +

22 მარტი. 2022. 22:24

 

 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ლუგანსკის ოლქის ბავშვთა საავადმყოფო რუსული ძალების სამიზნე გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 7 ბავშვი და 15 ზრდასრული, მათ შორის ექიმები, შენობიდან მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც Sky News იუწყება, აღნიშნული საავადმყოფო ქალაქ სევეროდონეცკში, ლუგანსკის ოლქში მდებარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner