უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ დროა ევროპამ გაიაზროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია.
„დროა ევროპამ გაიაზროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია. რუსულმა პროპაგანდამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რატომ უნდა დააჩოქოს ახლა ევროპა. ანალოგიურად, რუსული პროპაგანდა უკრაინის განადგურების აუცილებლობაზე საუბრობს. დასკვნები ძალიან აშკარაა“, - დაწერა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ზე.