დღეს 22 მარტია. არა, არა, ჟურნალისტთა პროფესიული დღესასწაული გუშინ იყო, დღეს კი საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თანათავმჯდომარის, ცნობილი ჟურნალისტის, მარინე გიგინეიშვილის დაბადების დღეა. ასაკი? იმდენი, რამდენისაც არის. ერთი სიმღერისა არ იყოს, მისი წლები მისი სიმდიდრეა. სიმდიდრეც და სიღარიბეც, სიხარულიც და დარდიც, მაგრამ მაინც უფრო სიმდიდრე, რადგან წლებმა ბევრი რამ შესძინა ჩვენს მეგობარს და კოლეგას. მარინე ახკომში („ახალგაზრდა კომუნისტი“) გავიცანი, რამდენიმე წელი ვიმუშავეთ ერთად და ამ წლებმა დაგვამეგობრა. მარინე განყოფილების გამგე იყო ახკომში. გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში იმუშავა. შემდეგ საკუთარი დამოუკიდებელი გაზეთი დააფუძნა „დრო“. ამ გაზეთმა გაამართლა თავისი სახელი და ფეხი აუწყო დროს. ეს კი მისი დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის დამსახურებაა.
ჟურნალისტიკაში მის პროფესიონალზე აღავ გავაგრძელებ საუბარის. ასე რომ არ ყოფილიყო, ჟურნალისტები თავიანთ კავშირს არ ანდობდნენ მას. მსურს, მივულოცო დაბადების დღე მარინეს. როგორც ხვდებით, ბევრი არც მისაუბრია მისი განვლილი ცხოვრების შესახებ, რადგან არ იყო დალხინებული წლები მისთვის, იყო ტრაგედიებით სავსე. ამიტომ, უბრალოდ, მივესალმები მარინეს და ვულოცავ დაბასების დღეს. ბედნიერების, სიკეთის მომტანი ყოფილიყოს მისთვის დღევანდელი დაბადების დღე, რომელიც გარეგნულად საინტერესოდ გამოიყურება - 22.03.22.
მრავალჟამიერ!”- წერს ამირან ბუთურიშვილი.