logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ
- +

22 მარტი. 2022. 23:51

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებენ.

ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ჩვენს პარტნიორებს შეუერთდება რუსეთზე შემდგომი სანქციების დასაწესებლად და არსებული სანქციების გასამკაცრებლად, რათა უზრუნველვყოთ სანქციების მკაცრი აღსრულება, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს უკვე დაუწესეს სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო, რომელიც თითქმის ოთხი კვირის წინ დაიწყო. ეს ზომები მოიცავს სანქციებს რუსული ბანკებისა და ოლიგარქების მიმართ და ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner