logo_geo
eng_logo
კრემლი: რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება
- +

23 მარტი. 2022. 00:04

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც გაწერილია ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძვლები. კონცეფციის თანახმად, თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გასულ თვეში ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. ბრძანების შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ბირთვული სარაკეტო ძალები და ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტი გაძლიერებული რეჟიმზე გადავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner