logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართა
- +

23 მარტი. 2022. 00:32

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გამართა

საუბარში, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, მაკრონმა და პუტინმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება არაა მიღწეული, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ შუამავლის როლის შესრულება აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტასა და დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვას ალტერნატივა არ აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner