თენგიზ ცერცვაძის განცხადებით „პაქსლოვიდი“ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან ინფიცირებულს 89-90%-ით იცავს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
„ეს მედიკამენტი სულ რაღაც 1 თვის წინ დაამტკიცა ამერიკის FDA-მ მოხმარებისთვის. ჯერ ხელმისაწვდომი არის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში. ეს ტაბლეტირებული პრეპარატია და ამბულატორიაში ეძლევა. ანუ, არის საშუალება, რომ როგორც კი დაისმება დიაგნოზი, მედიკამენტი მიეცეს ავადმყოფს. საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს მედიკამენტი მიიღო. ქვეყნის ხელმძღვანელობამ გააკეთა ყველაფერი , ჩარეული იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა დონე“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის, „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია 22 მარტს ჩამოვიდა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც პრეპარატი მიიღო.