logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე : ნაცების გადამკიდე უკრაინის ხელისუფლებას გაუჩნდა ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი ქართველების მიმართ, რომელსაც შეუძლია თავის "უმცროს ძმას“ თავში წაუთაქოს, თუ მის მოთხოვნებს ზედმიწევნით არ ასრულებს
- +

23 მარტი. 2022. 10:53

 

 

„მე მგონი, ნაცების გადამკიდე უკრაინის ხელისუფლებას გაუჩნდა ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი ქართველების მიმართ, რომელსაც შეუძლია, თავის „უმცროს ძმას“ თავში წაუთაქოს, თუ მის მოთხოვნებს ზედმიწევნით არ ასრულებს“, - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს,  მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ისტორიის მანძილზე ვერც ერთი „უფროსი ძმისგან“ ვერასოდეს ეგუებოდა ასეთ დამოკიდებულებას.

 

 

„რა ულტიმატუმებს გვიყენებენ ნაცები და უკრაინის ხელისუფლება?

 

უკრაინის პრეზიდენტისგან პერიოდულად ისმის საყვედურები სხვადასხვა ქვეყნებისადმი.

 

აშშ-ს და ნატოსადმი   პრეტენზიაა, რომ მათ არ დახურეს უკარაინის ცა და შეეშინდათ რუსეთთან საომარი დაპირისპირების.

 

სლოვაკეთ-პოლონეთისა და ზოგიერთი ევროპული ქვეყებისადმი, რომ მათ უარი განაცხადეს,  უკრაინისთვის გადაეცათ ნატოს მიერ მოწოდებული მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო  იარაღები.

 

გერმანიას უკრაინის პრეზიდენტი  საყვედურსობს, ვინაიდან უარს არ აცხადებს რუსული ნავთობის შეძენაზე,

 

ისრაელს, ბელგის, უნგრეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას - იმისთვის, რომ არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

 

იტალიელებს ზელენსკი მოუწოდებს, არ დაუშვან რუსების დასვენება მათ კურორტებზე, სისხლით გაჟღენთილი ფულით და ა. შ.

 

გასაგებია, რომ უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, გასაგებია მათი ხელისუფლების პირველი პირების მიმართვების ემოციური ხასიათი,  მაგრამ ასევე გასაგებია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

 

უკრაინის ხელისუფლებას რატომღაც განსაკუთრებული პრეტენზიები  აქვს საქართველოს მიმართ. ისეთ მოთხოვნებს  გვიყენებს,  თითქოს საქართველოს ვალი აქვს  უკრაინის. იხსენებენ 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტის  მხარდამჭერ ვიზიტს საქართველოში (როცა ომი უკვე დასრულებული იყო) და ცალკეული უკრაინელი მოხალისეების ბრძოლას ქართველების მხარეს. არავინ არის უმადური და ეს ყველაფერი დასაფასებელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წელს უკრაინიდან დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა ე. წ. სამხრეთ ოსეთში და არა თბილისში, რაც წყალს ასხავდა რუსეთის ინტერესებს და აზიანებდა საქართველოს.

 

ნაციონალები ოპოზიციასთან ერთად აცხადებს, რომ საქართველოს  ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მიმართ აზიანებს საქართველოს ინტერესებს. გაუგებარის, რა აქვს სასაყვედურო ნაცებს და უკრაინის ხელისუფლებას, ერთ ხმაში საქართველოს ხელისუფლებისადმი? ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, სტრასბურგი, ჰააგა და ა. შ.) საქართველო არის თანაინიციატორი ან აქტიური მხარდამჭერი რუსეთის აგრესიის დამგმობი და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა, უამრავი ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება საქართველოდან უკრაინაში, უკრაინიდან  შემოსულ ლტოლვილებს ჩვენი  ხელისუფლება უამრავ შეღავათს უწესებს (სრული სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის ჩათვლით),პროცენტულად  ყველაზე მეტი მოხალისე სწორედ საქართველოდან იბრძვის უკრაინის მხარეს და ა. შ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ომის გაშუქების თვალსაზრისით უკრაინის სასარგებლოდ მიკერძოების საკითხში ქართული მედია (სამთავრობოც და ოპოზიციურიც) მგონი უკრაინასაც კი აჭარბებენ.  

 

უკრაინის ხელისუფლებამ კი რატომღაც საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას, სააკაშვილის და მისი დამნაშავე რეჟიმის მფარველობა ამჯობინა, მერე ელჩი გაიწვია და ასეთი მკვეთრი დაპირისპირება  საქართველოსთან მიმართებაში გამოხატა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ოფიციალურად არ დაუჭირეს მხარი ქართველი ბოევიკების გაგზავნას უკრაინაში (არადა, თითქმის ყველა ქვეყანა სწორედ ასე მოიქცა) და ასევე  რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს სრულად არ შეუერთდა, ვინაიდან ეს  რუსეთს არაფერს დააკლებდა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას დააზარალებდა.

 

ანუ ჩვენ გვეუბნებიან, ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ შეიძლება იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და უკრაინის ინტერესებზე წინ დააყენოს საკუთარი ქვეყნის ინტერესები, გარდა საქართველოს ხელისუფლებისაო. ამიტომ თუ სხვა ქვეყნების მიმართ ასეთ შემთხვევებში მხოლოდ მსუბუქი საყვედურებით შემოვიფარგლებით, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი პოზიციის გამო თავშიც ჩავუკაკუნებთ და რუსეთის მომხრედაც გამოვაცხადებთო. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ საქართველომ დღემდე არ გაუხსნა ჩვენს ქვეყანაში რუსეთს მეორე ფრონტი, იმიტომ, რომ ქართველებმა აქ არ ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკები და ყველა ეროვნებით რუსი მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს ან აწი შემოვა, ქართველებმა გაზის კამერებში არ ამოხოცეს ან მათგან საპონი არ გააკეთეს. მე მგონი, ნაცების გადამკიდე უკრაინის ხელისუფლებას გაუჩნდა ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი ქართველების მიმართ, რომელსაც შეუძლია, თავის „უმცროს ძმას“ თავში წაუთაქოს, თუ მის მოთხოვნებს ზედმიწევნით არ ასრულებს.

 

მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ისტორიის მანძილზე ვერც ერთი „უფროსი ძმისგან“ ვერასოდეს ეგუებოდა ასეთ დამოკიდებულებას", - წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner